ცეკვის საერთაშორისო საბჭო (ცსს), თბილისი
ცსს არის ერთადერთი ოფიციალური ორგანიზაცია,რომელიც აერთიანებს ცეკვის ყველა სპეკტრს მთელ მსოფლიოში.
ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1973 წელს იუნესკოს შტაბ-ბინაში, სადაც დაფუძვნდა
იგი აერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე იმ შერჩეულ ადამიანებს რომლებიც წარმოადგენენ ცეკვის კულტურას.
ცსს თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან.
მისი წევრები არიან ყველაზე ცნობილი ფედერაციები, ასოციაციები, სკოლები, კომპანიები და კერძო პირები 170-ზე მეტ ქვეყანაში.
ცსს არის ,,იუნესკოს'' ოფიციალური პარტნიორი.
,,იუნესკო" არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ორგანიზაცია.
საერთაშორისო ფესტივალების ჩატარება შეუძლია ,,ცსს"-ს სექციებს და მათ წევრებს.
,,იუნესკოს" ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ქალაქ თბილისის სექცია ჩამოყალიბდა ქალაქ თბილისში 2012 წელს და მის პრეზიდენტად არჩევნების გზით დაინიშნა ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის, პროფესორის, ალკის რაფტისის მიერ წარდგენილი ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წევრი, ქორეოგრაფი ზურაბი ბილანიშვილი.
ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
28 თებერვალი 2012

No comments:
Post a Comment